Sunday, July 11, 2010

როგორ უნდა მოვისმინოთ მუსიკა

  1. პროექტის სახელი:როგორ უნდა მოვისმინოთ მუსიკა
  2. პროექტის მოკლე აღწერა 1–2წინადადებით:მუსიკის გაკვეთილზე ბავშვები ხშირად ავლენენ კლასიკური მუსიკის მოსმენის დაბალ დონეს।
  3. პროექტის სრული აღწერა:।შეეცადონ განსაზღვრონ ნაწარმოების ხასიათი გამოიცნონ რას გამოხატავს მუსიკა,თუ ნაწარმოები ვოკალურია თვალი ადევნონ, თუ როგორ უკავშირდება ერთი მეორეს მელოდია,სიტყვები და ინსტრუმენტული აკომპანემენტი,როგორ ასახავს მუსიკა ტექსტში გადმოცემულ შინაარსს।ინსტრუმენტულ ნაწარმოებში ჯერ გაარკვიონ მისი ხასიათი ამასთან დაუფიქრდნენ თუ რა ხერხებით რომელი ტემბრების საშუალებით ხდება ამ განწყობილების გამოხატვა।მუსიკალური ნაწარმოები მოისმინონ არა მხოლოდ მუსიკის გაკვეთილზე არამედ რადიო და ტელე–გადაცემებში საკონცერტო დარბაზებში აგრეთვე აუდიო ჩანაწერების საშუალებით।შეეცადონ დაიმახსოვრონ მათ მიერ მოსმენილი მუსიკალური თხზულების ავტორისა და შემსრულებლის გვარები।იკითხონ ლიტერატურა მუსიკის კომპოზიტორების ,შემსრულებლების შესახებ।
  4. მონაწილეთა ასაკი:11–15წ VII-X-კლასი
  5. ვადები/ხანგრძლივობა:ორი თვე।
  6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:მუსიკის როგორც საგნის გამოკვლევა და ანალიზი ინფორმაციის მოძიება კომპოზიტორების შესახებ ნახატების შექმნა პრეზენტაციების მოწყობა დისკუსია კითხვა პასუხი।
  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება კომპოზიტორების შესახებ।ნახატების მოძიება।
  8. სარგებელი სხვებისათვის:გააცნობიერებენ სკოლაში მუსიკის, როგორც საგნის როლს და მნიშვნელობას, გაეცნობიან სხვადასხვა ეპოქებს მიმდინარეობებს।კომპოზიტორთა ბიოგრაფიებს და შემოქმედებებს।
  9. სამუშაო ენა:ქართული
  10. მონაწილეები სხვა სკოლიდან:
  11. კავშირი საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან :ხელოვნება-მოსმენილი მუსიკის შედეგად ნახატით გადმოსცემენ თავიანთ შთაბეჭდილებებს।ლიტერატურა-შემოქმედი ბავშვები მუსიკას დაურთავენ ლიტერატურულ ჩანახატს।
  12. პროექტის ფასილიტატორი:მზია ფოცხვერაშვილი
  13. ფასილიტატორის ელ-ფოსტა: mziafocxverashvili@gmail.com
  14. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:mziafocxverashvili.blogspot.com mziafocxverashvili.blogspot.commzia focxverashvili.blogspot.com